Nick Green - THC

აბსოლუტური ქაოსი თითქოს გავხვრიტე ვენა
არსად არ გადადებულა აფრენა
ფურცელზე ფიქსირდება ანგელოზის დაცემა
გახვრეტილი ბოთლი სოფლების დარბევა
ორი ოცი ორი ხუთი იქით ერთი ამდენივე აქეთ
თითქოს სულ თავიდან დავიბადე
ეს იმდენად ყლეობაა რამდენადაც საინტერესო
და ზუსტად ამიტომ გამოვაცხადე რომ ვარ თანახმა
სანამ აფრიკაში ვზივარ ჰოლივუდი
ვზივარ ვფიქრობ მალე გავიდეს ეს ოცი წუთი
მეჩვენება თითქოს სულ დავაძინე მარჯვენა მხარი
გავაღვიძე რობინ ჰუდი ჩავჯექი და დავიძარი
თვალი მოვკარი საერთოდ ჩუმად ზის ანაბელი
თითქოს გავიარეთ ჩვენი ასი წელი უკვე
გავიდა ათას შვიდასი ხუთშაბათი
მაგრამ თითქოს ტყუილად არ დამიყენებია ის გუბე
საერთოდ არ მძინავს და არ ვჭამ საჭმელს
ცოტათიც არ ვარ გამოძინებული
ზუსტად იმდენჯერ შევეცი ამ ყველაფერს
რამდენადაც ვარ ამ ყველაფერზე დამოკიდებული
გარშემო ეს ბლარი მიფეთქებს ტვინს
ცხელა მაგრამ თითქოს წვიმს
სანამ ძინავს პრინცს ვიშრობ პირს
დღესაც ვხედავ ზუსტად იმ ციფრს რასაც გუშინ
არ ვარტყავ წრეებს ხომ იცი ვერ ვიტან ამ ყლეობებს
ზუსტად ისე როგორც ვერ ვიტან შენს ძილს
უბრალოდ ვასვენებ ტვინს უბრალოდ ვსეირნობ შენში
უბრალოდ მივდივარ და ვყრი ჩანთაში ჩემს წილს
ისე ფეთქავ თითქოს ვხტები ხალხში
შუქი ციმციმებს შენობაში დილიდან საღამომდე
მე ვფხიზლდები და ვბრუნდები უკან
გაწურული ვიყურები ფანჯრიდან და მესმის შენი ტაში
ნიკა უნდა ყველას ნიკას უნდა დაძინება
კითხულობ როგორ ვარ მაგრამ ეს არ გეხება შენ
მეძახის აქეთ სცენა იქით რაც არ შეიძლება
ჩემი დაცლილი კასრი ისევ ივსება
რენდგენივით გხედავ სანამ გააღებ პირს
მეცინება მე ხომ ნამყოფი ვარ ორივე მხარეს
მინდა გავთბე მაგრამ სისხლს ვაჩერებ ცივს
გინდა გამომიტყუო მაგრამ ეს აღემატება შენს ძალებს

Comments

  • ×